კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ეს გვერდი განმარტავს, რა მონაცემებს ვაგროვებთ საიტზე არსებული განაცხადის ფორმით და როგორ ვიყენებთ მათ.

რა მონაცემებს ვაგროვებთ

განაცხადის ფორმაში თქვენ მიერ მითითებულ სახელს, ტელეფონის ნომერს, არჩეულ სერვისს, შეტყობინების ტექსტს და იმ გვერდის მისამართს, საიდანაც ფორმა გაიგზავნა. სხვა პირად მონაცემებს ფორმით არ ვაგროვებთ.

რისთვის ვიყენებთ

იმისთვის, რომ დაგიკავშირდეთ და უპასუხოთ თქვენს მოთხოვნას.

სად იგზავნება

ფორმის მონაცემები ელექტრონული ფოსტით იგზავნება კომპანიის საფოსტო ყუთში. წერილის გასაგზავნად ვიყენებთ Resend-ს (მესამე მხარის ელფოსტის სერვისი).

მუსიკა ჭკვიანი სახლის დემოში

თუ დემოში მუსიკის დაკვრას დააჭერთ, თქვენი ბრაუზერი მუსიკას პირდაპირ SomaFM-ის (ინტერნეტ-რადიო, აშშ) სერვერებიდან იღებს. ამისთვის SomaFM ხედავს თქვენს IP-მისამართს. სანამ დაკვრას არ დააჭერთ, მასთან კავშირი არ მყარდება.

ვიზიტების სტატისტიკა

საიტზე ვიყენებთ Google Analytics-ს (Google-ის სერვისი), რომ გავიგოთ, რომელი გვერდები ინახება და რა მოწყობილობებიდან შემოდიან ვიზიტორები. ეს სერვისი ბრაუზერში ქუქი-ფაილებს ინახავს, IP-მისამართი კი ანონიმიზებულია. ამ მონაცემებს საიტის გასაუმჯობესებლად ვიყენებთ.

ვინ ვართ

შპს „სმარტპრო ჯორჯია“. მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 56, თბილისი 0119.

[დაზუსტდება იურისტთან]

როგორ მოვითხოვოთ წაშლა

თუ გსურთ, რომ თქვენი მონაცემები წავშალოთ, მოგვწერეთ მისამართზე info@smartpro.ge.

[დაზუსტდება იურისტთან]